ოთო კახიძე: ქათამაძე, რომელმაც ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირია

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედებს, რადგან ის მაშინაც კი არ დააკავეს, როცა ნიკა გვარამიას თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ.

“მაშინ რომ დაეკავებინათ, ბიბლიოთეკას ვეღარ გადაწვავდა ეს ბოროტმოქმედი. თუმცა, ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი არის სწორედ ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირი. როგორც მინიმუმ ეს წაქეზება გამოიხატა მის დაუსჯელობაში, თუმცა, შესაძლოა, რომელიმე უწყების პირდაპირ უშუალო დავალებასაც კი ასრულებდა”, – ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, საყურადღებოა, დაკავების შემდეგ კანონის სრული სიმკაცრიც დააკისრებენ თუ არა მას პასუხიმგებლობას. “თუ მასაც ისევე გამოაძვრენენ, როგორც ეს გააკეთეს კორცხელელი მოძალადეების შემთხვევაში”.

მოქალაქე, ბაჩო ქათამაძემ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ, 19 აპრილს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში კიდევ 34 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაილია მეორე : ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით, სრულიად საქართველოს ვავედრებ უფალს