ოთო კახიძე : მარნეულის #50 უბანზე კონვერტებს ხსნიან და მარკირებას არ ამოწმებენ

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2016 11:38

ოთო კახიძე : მარნეულის #50 უბანზე კონვერტებს ხსნიან და მარკირებას არ ამოწმებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთო კახიძის თქმით, მარნეულის #50 საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას და, ასევე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. კახიძის თქმით, ენმ-ის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ დარღვევებზე რეაგირების შემდეგ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რის შემდეგაც ენმ-ის წარმომადგენლები უბნიდან გააძევეს. იგი ცესკო-ს მომხდარზე დაუყონებლივ რეაგირებას თხოვს.

“ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულის #50 საარჩევნო უბანთან, სადაც არ ამოწმებენ მარკირებას, აგრეთვე კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო ყუთთან იმყოფება, ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. ამაზე ჩვენმა დამკვირვებლებმა და კომისიის წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება, რასაც მოჰყვა კომისიის მხრიდან კენჭისყრის ჩატარება და ჩვენი დამკვირვებელი და პარტიის წარმომადგენელი გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან. უხეშად მიმდინარეობს არჩევნების გაყალბება, რომელსაც ვაფიქსირებთ. საარჩევნო პროცესი პრაქტიკულად ყალბდება და მოვუწოდებთ ცესკო-ს, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება”, – თქვა ოთო კახიძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2016 11:38