ოთო კახიძე იუსტიციის სამინისტროს მერაბიშვილის საქმეზე ტყუილში ადანაშაულებს

ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე მსჯელობას თავიდან იწყებს. 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა საკითხს საქართველოს მთავრობის საჩივრის საფუძველზე განიხილავს.

განცხადება იუსტიციის სამინიტრომ გუშინ გამოაქვეყნა, ნაციონალური მოძრაობა კი უწყებას გავრცელებული განცხადების გამო ტყუილში ადანაშაულებს. როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ოთო კახიძე, აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჩივარი დაკმაყოფილებულია. კახიძის მტკიცებით კი, ეს არასწორი ფორმულირებაა, რადგან საჩივარი მიღებულია განსახილველად.

„კონკრეტულ ვადებზე საუბარი გამიჭირდება. სავარაუდოდ, ეს იქნება ერთი წელი. ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ მოვუგეთ ყველა დავა, რომელიც კი წარმოებდა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს იყო სასამართლოები საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ეს იყო ინტერპოლის ყველა დავა და ეს იყო სტრასბურგის სასამართლო, ამიტომ არა მგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე წარმატება ელოდეს დიდი პალატის მიერ საქმის განხილვის შემდგომ. დიდ პალატაშიც ისევე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, როგორც დავამარცხეთ სხვაგან,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ივნისში გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, როდესაც მინისტრმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ მოიგო ხელისუფლებამ სარჩელი, მაგრამ თან გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ოთო კახიძის თქმით, ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველები შეეცდებიან, ამჯერად მოხდეს ისეთი ჩანაწერი დოკუმენტში, რომ მე-19 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ დაისვას.

„დიდი პალატა, დარწმუნებული ვარ, უფრო მკაფიოდ და უფრო ცალსახად განმარტავს, თუ რა უფლებები დაირღვა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მე-19 მუხლის დადგენა აღარ ექვემდებარებოდეს სხვადსხვა ინტერპრეტაციებს,“ – აცხადებს ოთო კახიძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყიზილაჯლოში განმეორებითი არჩევნები 4 დღეში უნდა გაიმართოს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე სულ უფრო და უფრო ხდება მეოცნებე პოლიტიკოსი – ეკა ბესელია მერაბიშვილის საქმეზე