ოთხოზორიას დედა ლაშქარავაზე: ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო

“ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო” – წერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე.

“5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად, ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ ვაიპატრიოტებს, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.

მეცოდება თქვენი შვილებიც…

ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო”,- წერს ჯულიეტა ჭანტურია.

banner
წინა სტატიაშიბასილ კობახიძე: „სირცხვილიას“ დამრბევებს შორის ჩანს მეუფე სტეფანეს დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან
შემდეგი სტატიამამა ზაზა: სასულიერო პირებმა დამოკიდებულება არ შეცვალეს ეკლესია დემონებს და კაციჭამიებს დაემსგავსება