„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”- საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ ქმედებებს იწყებს რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება რას წარმოადგენს სია, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ სიის დაკომპლექტება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
„ვიდრე აღნიშნული სია ოფიციალურად გაცხადდებოდა, ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით პარტნიორებთან, რისი შედეგიცაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენი დიპლომატიური მისიები, ჩვენი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც ინდივიდუალურად ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინიტრო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ყველა პარტნიორთან, რათა იმ პირთა მიმართ, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი სანქციები იქნას მიღებული.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია მოწმეს ხორავას ქუჩაზე კითხავს
შემდეგი სტატიამსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრებს ნანი ბრეგვაძის კონცერტზე ყაზანში ეპატიჟებიან