ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა

ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური ტენდენციის გაუარესების გამო სერიოზულ შეშფოთება გამოთქვეს.

ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს ადამ კიზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური ტენდენციის ვარდნის გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს წარსულში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლურ ინტეგრაციას”,- ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატია„კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მოტივატორი ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში