ოთხივე ლიდერი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს – ემანუელ მაკრონი

ჩვენ ოთხივე ლიდერი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. საფრანგეთი გააძლიერებს იარაღის მიწოდებას რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის – ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იტალიის მთავრობის მეთაურმა მარიომ დრაგიმ, თავის მხრივ, დასძინა, რომ მისი მთავარი გზავნილი კიევში ვიზიტის დროს ისაა, რომ იტალიას სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ხილვა.

ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთელი ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ტოლფასია.

„რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს მისი ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია განიხილა.

banner
წინა სტატიაშიევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა