ოთხივე ინფიცირებული, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ლენტეხიდან თბილისში გადმოიყვანეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხივე კვიდრი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამი ინფიცირებული საუნივერსიტეტო კლინიკაში, მცირეწლოვანი ბავშვი კი, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ გამოვლენილა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 პაციენტის ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიახანძარი ზუგდიდში