ოთხი ახალი პაციენტიდან სამს მოგზაურობის ისტორია აქვს,მეოთხეს ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი შემთხვევა საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყარო ბოლომდე დადგენილი არ არის.

„ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი თუ არ ვცდები შემოტანილია საფრანგეთიდან და მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ვითარება ფართო გამოკვლევების შემდეგ უფრო ზუსტად შეფასდება.

„შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ. მიღებული მონაცემებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა და მოგახსენებთ დინამიკაში“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა