ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა სოფელ ატოცის ორი მცხოვრები გაათავისუფლეს

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრებლები, კობა და გიორგი გაბარაევები გაათავისუფლეს.

კობა და გიორგი გაბარაევები რუსმა სამხედროებმა 19 ნოემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.

გაბარაევები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

ცხინვალის იზოლატორი მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქი დღეს მოსკოვში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიადღეს გიორგობაა