ოთხდღიანი გაუჩინარების შემდეგ არასრულწლოვანი სამირა ბაირამოვა პოლიციაში მშობლების გარეშე დაკითხეს

ოთხდღიანი გაუჩინარების შემდეგ არასრულწლოვანი გოგონა პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მშობლების გარეშე იკითხებოდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე განმარტებებს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა გავრცელებული ინფომაციით გოგონას გამტაცებლები ამ დრომდე დაკავებული არ არიან და უცნობია მათი ადგილსამყოფელი. გამოძიება 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

საქმეს ეცნობა სახალხო დამცველის აპარატიც, თუმცა უჩა ნანუაშვილი დეტალებს არ ყვება. დღეს დილით პირველი განცხადება არასამთავრობო სექტორმაც გააკეთა, ისინი დროულ გამოძიებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამირა ბაირამოვა პარასკევს 19 თებერვალს გაუჩინარდა. თვითმხილველები ყვებიან,რომ გოგონა 4-მა პირმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა და გაიატაცა. მას შემდეგ ოჯახის წევრები საპრტესტო აქციებს ქვემო ფონიჭალის სამმართველოსთან მართავდნენ და დროულ გამოძიებას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ და რუსეთი 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. ჭაჭის კოშკის სავარაუდო გასხვისებას აპროტესტებენ