ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სიძე, ზურა გასიტაშვილი იყო

ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სიძე, ზურა გასიტაშვილი იყო.

ზურა გასიტაშვილის მეუღლე, ია ფარცხალაძე, ოთარ ფარცხალაძის ახლო ნათესავია. სწორედ ნათესაური კავშირი გახდა გასიტაშვილის პოლიტიკური გააქტიურების საფუძველი, რომელიც ლიეჟის შეხვედრამდე პოლონეთიდან ცდილობდა ქართული ოცნების პარტიული დავალების შესრულებას.

ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქ ივანიშვილის უკანონო დავალებების შემსრულებელია პროკურატურასა და სასამართლოში.

ის არის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის შავ საქმეებს აგვარებს – იქნება ეს ყოფილი მინისტრების სარდაფში ჩაყვანა და ცემა თუ ბიზნესმენებისათვის ფულის გამოძალვის ორგანიზება (ოქუაშვილის განცხადება).

რაც შეეხება ზურა გასიტაშვილს, შეიძლება ითქვას, რომ ზონდერებთან და პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ის ოთარ ფარცხალაძის დავალებით, იმ ე.წ. ემიგრანტების შეკრებაში მონაწილეობდა, რომლებმაც ლიეჟში თანამემამულეთა მსოფლიო კრების ჩაშლა და პროვოკაციების მოწყობა სცადეს.

პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, პროვოკატორი „ემიგრანტების“ შეგროვება-ტრანსპორტირებასა და დავალებების შესრულებაში 250 ათასი დოლარი დაიხარჯა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მიზანს ვერ მიაღწიეს – შეხვედრაც ჩატარდა და ევროპამაც დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის სპეცსამსახურების პირადი, პარტიული მიზნების გამოყენებაზე.

პრესა.ჯი მთელი დღეა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

გვაინტერესებდა, რა დავალებები მისცა მან თავისი ახლო ნათესავის ქმარსა და სხვებს, თუმცა, ყოფილი პროკურორი, რომელიც ბოტასის ქურდობაზეა გასამართლებული და რამდენიმე მსხვილი კორუფციული ხასიათის საქმეში ფიგურირებს, მედიასთან ურთიერთობას გაურბის.

ვერ დავუკავშირდით ფარცხალაძის სიძეს, ზურა გასიტაშვილსაც, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ამ მომენტისათვის პოლონეთში იმყოფება.

ხოლო თანამემამულეთა მსოფლიო კრების შემდეგი შეხვედრა, იტალიის დედაქალაქში გაიმართება. ქართვლ ემიგრანტებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჯერად რომში, უახლოეს მომავალში მიმართავს.

წყარო: პრესა.ჯი

banner
წინა სტატიაშიანა აბაშიძე: ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ გვესმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროგრესულია
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქალაქის მერმა ძაღლის მეტისმეტი ყეფის გამო ჯარიმა დააწესა