ოთარ ფარცხალაძის საქმე – პროკურატურა დღეს განცხადებას გააკეთებს

ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

როგორც “ნიუპოსტს” პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხვალ უწყებაში სპეციალური განცხადება გაკეთდება,

სავარაუდოდ, ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი “ელცენტროში” მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით წარუდგინეს.

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ფარცხალაძემ ჩვენება კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მისცა. საუბარია ინციდენტზე, რა დროსაც კაფეში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სცემეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალებიც.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არც გვქონდა – ზაალ უდუმაშვილი ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის საქმეზე
შემდეგი სტატიაკახი კალაძის განცხადების პასუხად ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის გვერდზე წერს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!