,, ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყება მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას.

„მედია და ოპოზიცია ამ საკითხზე ინტერესს გამოხატავდა. ჟურნალისტები აშუქებდით, თითქოს, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კითხვებს ვერავინ უსვამს. დღეს ისევ ჟურნალისტებმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ ბრალის წაყენება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოხდა. საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, სამართალს – სასამართლო განსჯის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-მ 17 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს
შემდეგი სტატიაუახლესი ტიპის ლაბორატორიები ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სტუდენტებისთვის