ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ 7 ბინა, კომერციული ფართი და ავტოფარეხები შეიძინა

ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ, ქეთევან ცქვიტინიძემ, ბოლო წლების განმავლობაში 7 ბინა, კომერციული ფართები და ავტოფარეხები დაირეგისტრირა.

შიმშილითა და სიღარიბით სავსე ქვეყანაში, ყოფილი პროკურორის ოჯახის წევრები რატომღაც წარმატებული ბიზნესმენები და მილიონერები გახდნენ.

როგორ მოახერხა ფარცხალაძის მეუღლემ ამდენი უძრავი ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირება იქ, სადაც 800 ათასამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ხოლო მოხუცებს წამლისა და პურის ფული არ აქვთ?

ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის შვილის, ბერას ნათესავია. ის ოლიგარქმა მთავარ პროკურორად დანიშნა. თუმცა, მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ფარცხალაძე წარსულში გერმანიაში ბოტასის ქურდობის გამო იყო გასამართლებული, თანამდებობიდან გადადგა.

თუმცა, ფარცხალაძე რუსულმა კომპანია ლუკოილმა შეიფარა, სადაც ხელშეკრულებით მუსაობს და საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც იღებს.

ლუკოილში აცხადებენ რომ მისი მანქანების შენახვა კომპანიას წლიურად მილიონამდე უჯდება. თუმცა, ყოფილი პროკურორი იქ ხელშეუხებელია, რადგან ივანიშვილის „თვალი და ყურია“

მეტიც, როდესაც ლუკოილის ყოფილი დირექტორი ქათამაძე მოხსნეს, ახალ მენეჯმენტს მისი მოხსნაც სურდა, თუმცა, მოსკოვიდან განხორციელებულმა ზარმა, ფარცხალაძე გათავისუფლებისაგან იხსნა.

ოთარ ფარცხალაძის მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძეა. ჩვენ დავინტერესდით, რა ქონებას ფლობს ყოფილი პროკურორის ოჯახის წევრი?

აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა ქეთევანმა, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი ქონება გადაიფორმა.

ასე მაგალითად:

2018 წლის 9 იანვარს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლის საკუთრებაში გადავიდა ჯანაშიას 28 ნომერში მდებარე ბინა ნომერი 17. ფართი – 150 კვ.

2017 წლის 17 თებერვალს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ გადაიფორმა საცხოვრებელი ბინა ყაზბეგის 34-ში. მერვე სართულზე. ბინა 16ბ. ფართი – 61 კვ.

2016 წლის 28 დეკემბერს, ქეთევან ცქვიტინიძემ შეიძინა უძრავი ქონება (ავტოფარეხი) ბარნოვის 51-შიც. ფართი – 15 კვ.

2016 წლის 26 აგვისტოს, ქეთევან ცქვიტინიძემ უძრავი ქონება დაირეგისტრირა დაბა ბაკურიანში – „დიდველი“. სართული 6, ბინა 503. ფართი – 25 კვ.

2016 წლის 29 აგვისტოს კი, ფარცხალაძის მეუღლემ ბინა იყიდა ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ნომერში, მეოცე სართულზე. ფართი – 44 კვ.

2016 წლის 7 ივლისს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლის სახელზე დარეგისტრირდა კომერციული ფართი ნომერი 2, ყიფშიძის 9-შიც. ფართი – 101 კვ.

2016 წლის 22 იანვარს მანვე შეიძინა ავტოფარეხი ნომერი 11 – ყაზბეგზე, 34 ნომერში.

2015 წლის 22 დეკემბერს, ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე გადავიდა კოსტავას 60-ში მდებარე უძრავი ქონებაც. ფართი – 90 კვ.

2015 წლის 15 ივნისს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ შეიძინა უძრავი ქონება მგალობლიშვილის 13-ში. პირველი სადარბაზო, სართული 4, ბინა 16. ფართი – 77 კვ.

2015 წლის 11 მაისს ოთარ ფარცხალაძის მეუღლის, ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე გაფორმდა ალექსანდრე ყაზბეგის ნომერ 34-ში მდებარე ფართი – სართული 8, ბინა 78 ა. ფართი 40 კვ.

ბოლო 3.5 წლის განმავლობაში მან ჯამში 7 ბინა, კომერსიული ფართები და ავტოფარეხები შეიძინა. რა თანხა დაუჯდა ოთარ ფარცხალაძის მეუღლეს შეძენილი ოქნება, ეს ჩვენთვის უცნობია.

თუმცა, თუ ადგილმდებარეობასა და შენაძენს გავითვალისწინებთ, შეძენილი უძრავი ქონების ჯამი 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა იყოს.

წყარო: პრესა.ge

banner
წინა სტატიაში,,პასუხისმგებლობა ეკისრება,როგორც პრეზიდენტს,ასევე მთავრობას”-სამადაშვილი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე
შემდეგი სტატია,,ფრთხილად ვიყოთ, მახსოვს, როგორ დაიწყო აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტი”