4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ოთარ ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი შექმნეს

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ფიფია ავრცელებს. ფონდის დამფუძნებლები ოთარ ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია არიან. თავმჯდომარე მამუკა ფიფია გახდა.

ფიფიას თქმით, ფონდის ინიციატივებს შორის არის: რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის რუსული ენის სწავლისთვის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა, რელიგიური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. ფონდის მთავარ მიზნად ფიფია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელშეწყობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბუტიკაშვილი: გადავდივართ ავტოკრატიაში, სადაც პროდასავლურ პარტიებს აუქმებენ და მათ ადგილს პრორუსული პარტიები დაიკავებენ
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გამოცემა პაატა ბურჭულაძეზე წერს