21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ოთარ ფარცხალაძე ომში წავიდა

რუსული პროპაგანდისტული გამოცემის – TACC ცნობით, ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.

ფოტოს სოციალურ ქსელში პრორუსი მამუკა ფიფია აქვეყნებს

„სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ჩემი თითოეული მეოთხე თანამემამულე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს კვლავ აღმართავენ რუსები და ქართველები” ,- ციტირებს რუსული მედია ფარცხალაძეს.

მისივე თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა.

„ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა იმ ბოროტებასთან, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს“. როგორც TACC წერს, ფარცხალაძემ ომში წასვლასთან დაკავშირებით თქვა: „დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ, დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში.“

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: როცა “ბატონი ბიძინა” გიჭერს და არ აპროტესტებ, ეს სხვანაირი მორჩილებაა
შემდეგი სტატიაკაია კალასი: რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული