ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა. ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი ცნეს დამნაშავედ და მას 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის დასახელება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: მანდატების შენარჩუნების მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას