ოთარ კახიძე უმრავლესობას – ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და მოატყუებთ

ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და ვერ მოატყუებთ,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ კახიძემ უმრავლესობის წევრები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

„აქ რომ ხმამაღალი განცხადებებით გამოდიხართ, ადრე სასამართლო ასეთი იყო და დაკვეთებს ასრულებდაო, ვინ ასრულებდა ამ დაკვეთებს? თქვენ რომ სია გაქვთ პარლამენტში წარმოდგენილი, რომელსაც კენჭი უნდა უყაროთ და დაამტკიცოთ, ეს ხალხი ხომ არ იყო? თუ ვინმე სხვა ადამიანები იყვნენ? თუ ეს ხალხი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნა და ზოგადად, დაკვეთების შემსრულებლები არიან, როგორ შეიძლება მათი დანიშვნა უზენაეს სასამართლოში? ასეთი ორმაგი სტანდარტებით ცოტა ხანი შეიძლება მოატყუოთ ბევრი ადამიანი, შეიძლება ცოტა ადამიანი მოატყუოთ დიდი ხნით, მაგრამ ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და ვერ მოატყუებთ,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია“ჩნდება ეჭვები, რომ “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაშლა სურს”