ოთარ კახიძე სულ უფრო და უფრო ხდება მეოცნებე პოლიტიკოსი – ეკა ბესელია მერაბიშვილის საქმეზე

„ოთარ კახიძე სულ უფრო და უფრო ხდება მეოცნებე პოლიტიკოსი,“ – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის წევრს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„იუსტიციის სამინისტრომ საჩივრით მიმართა, დიდმა პალატამ სცნო საჩივარი დასაშვებად, რაც ნიშნავს, რომ საჩივარი არის საფუძვლიანად მიჩნეული, კახიძე და სხვები რომ ზეიმობდნენ, ის გადაწყვეტილება ძალაში არ შედის, გადაწყვეტილებას დიდი პალატა გადახედავს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე მსჯელობას თავიდან იწყებს. 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა საკითხს საქართველოს მთავრობის საჩივრის საფუძველზე განიხილავს. განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა, ნაციონალური მოძრაობა კი უწყებას გავრცელებული განცხადების გამო ტყუილში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიოთო კახიძე იუსტიციის სამინისტროს მერაბიშვილის საქმეზე ტყუილში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს