ოთარ კახიძე : რურუაც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ტექსტში არ არის მოხსენიებული სახელითა და გვარით

რურუაც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ტექსტში არ არის მოხსენიებული სახელითა და გვარით, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.

„გერმანიის ელჩი მართალია და ამ შეთანხმებაში არ არის მოხსენებული რურუა, ისევე, როგორც არ არის მოხსენებული უგულავა, არ არის მოხსენებული ოქრუაშვილი, რომელთა გათავისუფლების მერე დიალოგის ფასილიტატორებმა განაცხადეს, რომ ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამიტომ, რურუაც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ტექსტში არ არის მოხსენიებული სახელითა და გვარით“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის
შემდეგი სტატიაგიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს