ოთარ კახიძე მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს

საგამოძიებო კომისიის მდივანი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მიმართავს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგეს. ამიტომ საჭიროა ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს.

“წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას და სანამ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვიდ საფრთხის თაობაზე, აგრეთვე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გაატარეთ შესაბამისი ზომები, ვინაიდან კომისიისთვის მისი ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია” – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიავარია გომბორის უღელტეხილზე – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაავარია გომბორზე – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული