ოთარ კახიძე : ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად არ იქნება შესრულებული, ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„თუკი რაიმეზეა ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება ეს არის პროპორციული სისტემა და მასთან მიახლოებული 120/30 სისტემა. ამიტომ განხილვაში მონაწილეობას ჩვენ ისედაც არ ვგეგმავდით 8 მარტის შეთანხმება რომც შესრულებულიყო და პატიმრები გაეთავისუფლებინათ. რაც შეეხება მთლიანად პროცესს ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას და ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება მთლიანად“, – განაცხდა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ ზელენსკის მეუღლე ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგაბუნიას დაგმობის კამპანია ყოველთვის სრულიად მიუღებელი იყო ჩემთვის – სამადაშვილი