ოთარ კახიძე : იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია.

მისი თქმით, სამი არამოსამართლე წევრი, რომელიც თავის მოვალეობას პრაქტიკულად არაჯეროვნად ასრულებს, გამოწვეული უნდა იყოს.

კახიძის განცხადებით, ეს შემადგენლობა მთლიანად დასაშლელია, ვინაიდან მათ აჩვენეს, რომ ემსახურებიან არა კანონს, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს, რომელიც ივანიშვილისადმი მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას უზრუნველყოფს.

„მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულიად დისკრედიტებულია. სამი არამოსამართლე წევრი, რომელიც თავის მოვალეობას პრაქტიკულად არაჯეროვნად ასრულებს, გამოწვეული უნდა იყოს. ეს შემადგენლობა მთლიანად დასაშლელია, ვინაიდან მათ აჩვენეს, რომ ემსახურებიან არა კანონს, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს, რომელიც ივანიშვილისადმი მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას უზრუნველყოფს. ეს პროცედურები როგორც არ უნდა ჩაატარონ და შეფუთონ, თითქოს გამჭვირვალობის სტანდარტები დაცულია, მთლიანობაში ჩვენ საზოგადოებისთვის სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. ვგულისხმობ სანდო და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ამას ფუნდამენტური ცვლილებები და სერიოზული რეფორმა დასჭირდება, რომლის ინიციატივითაც „ევროპული საქართველო“ გამოვიდა. ეს არის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოება, რომ კონტროლირებადი მოსამართლეების როლი შეიზღუდოს ჩვენი მოქალაქეების ბედის გადაწყვეტაში. ასევე ეს მთლიანად სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას ეხება, რათა ის კონტრაქტი, რომელიც ივანიშვილს აქვს გაფორმებული მურუსიძე-ჩინჩალაძესთან, გაუქმდეს და ჩვენ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ვართ, სასამართლო მივიღოთ. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც პარლამენტს ასარჩევად ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატები, სიას მოგვაწვდიან და უნდა ავირჩიოთ ან მიქაუტაძე ან გვრიტიშვილი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილმა საბუთები დაკარგა – ინიცდენტი „თბილისი გალერიაში“ მოხდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს