ოთარ კახიძე: დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება
სხვა სტატიები
- არჩილ თალაკვაძე-გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათი მხარდამჭერების სიები თავად გააყალბა
- გიორგი გახარია : ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში
- გიორგი გახარია – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.
“პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აკისრებს პასუხისმგებლობას და ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ დაადგინა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. მისი პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.