ოთარ კახიძე : ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას

,,ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა გაუაზრებელი ამნისტიით, პოლიციის დემორალიზებით და კანონიერი ქურდების წახალისებით ძირი გამოუთხარა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცულობას და თუ არ გადაიდგა დროული ნაბიჯები ჩვენ მივიღებთ უკონტროლო მდგომარეობას’’ – ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადება ქვეყანაში შექმნის კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით.
,,2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, ვერც სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და სერიოზული ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად. საჭიროა პოლიციის დემორალიზების ნაცვლად მისი გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა. საზოგადოების დაკვეთა გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა და საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას. არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება მოვახდინო, ან პანიკის საფუძველი შევქმნა, უბრალოდ ამ მდგომარეობას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას,’’ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპედოფილიაში ბრალდებულ რუს მღვდელს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმე – სასამართლო პროცესზე მისულმა ბრალდებულმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა