ოთარ კახიძე: ბედუკაძე არ არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოში

”ბედუკაძე არ არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოში,“ – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე, ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ე.წ. უბლოკო სტატუსისთვის მხარდაჭერა ნიშნავს, რუსეთის ინტერესებისთვის მხარდაჭერას.

”ბედუკაძე არ არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოში. ასეთი პარტიები არის როგორც ბურჯანაძის პარტია, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს. ეს არის ე.წ. პატრიოტთა ალიანსი, ინაშვილის და თარხან-მოურავის პარტია. ეს გახლავთ მეჭიაურის ახლად შექმნილი პარტია. ეს არის ღიად პრორუსული ფლანგი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ის ხელისუფლება, რომელი ქვეყანას მართავს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ნინო ბურჯანაძეს თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს