ოთარ კახიძე : 7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა

admin
ავტ.: admin თებერვალი 20, 2020 12:33

ოთარ კახიძე : 7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა

7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა და თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი, წონადი ფიგურა შეემატება პოლიტიკურ სპექტრს.

„თავისი პოლიტიკური გეგმების და გადაწყვეტილებების თაობაზე საზოგადოებას აცნობებს თვითონ. რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ის აქტიურად ჩაერთვება, ეს ისედაც ნათელი იყო და სხვა მოლოდინი არც გვქონია არავის. 7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა და თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა. შესაბამისად, ციხიდან გამოსვლის მერე გააგრძელებს ამ ბრძოლას, გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, წონადი ფიგურა შეემატება პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ვსაუბრობთ, რომელსაც სერიოზული მიღწევები და ამ სახელმწიფოს მშენებლობაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ცხადია, ის სერიოზულ წვლილს შეიტანს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში“, – განაცხადა კახიძემ.

admin
ავტ.: admin თებერვალი 20, 2020 12:33