ოთარ კახიძე : 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უშუალოდ პირადი გარემოცვით მართავს

2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უშუალოდ პირადი გარემოცვით მართავს, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის ინიცირების შეფასებისას გააკეთა.

„2012 წლის ბოლოდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს პირადი ბანკირებით, პირადი დაცვის უფროსებით, პირადი ექიმებით, პირადი ბუღალტრებით და პირადი თანაშემწეებით. ეს არის მისი მართვის სტილი. ძირითადად ის არჩევს არაკომპეტენტურ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პოლიტიკური წარსული და წონა, არიან მხოლოდ მის წინაშე ანგარიშვალდებულები.

შესაბამისად, ეს ფიგურები საზოგადოების ინტერესებს არ და ვერ ემსახურებიან. ამიტომაც მიდის ქვეყანა უკან. ეს უკუსვლა ჩვენ უნდა შევაჩეროთ ივანიშვილის გასტუმრებით“, -განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაში„ვაშინგტონ თაიმსი“- „გახარიას საკმარისი გამოცდილება და უნარი აქვს, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ, მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე“
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს