ოთარ დანელიამ ბერლინში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქრისტიან შმიდტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

შეხვედრა „მწვანე კვირეული 2018“-ის (Grüne Woche 2018) მიმდინარეობისას გაიმართა.

როგორც ოთარ დანელიამ მიღებაზე განაცხადა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელორუსიისა და ლატვიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მათ ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კუთხე დაათვალიერებინეს.

სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2018“-ზე (Grüne Woche 2018) გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

Grüne Woche სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 1600-მდე კომპანია მონაწილეობს.
მიმდინარე წელს, გამოფენის პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
შემდეგი სტატიაშსს გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს