ოთარ დანელიამ აბაშაში ახალი ამბულატორიები მოინახულა

„აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისის გასაუმჯობესებლად სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია,“- ამის შესახებ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები აშენდა. მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ.

„შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 000 000 ლარით დაფინანსდა.

banner
წინა სტატიაშიშემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დასაშვებად მიიჩნევს, ისაუბროს ხელისუფლების მიერ „კანონის გვერდის ავლაზე“ – გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატიასაქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურზე დაკვირვება ხორციელდება