ოთარ დანელია: ტერორიზმს არ გააჩნია არც მრწამსი და არც ეროვნება

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ტერაქტები, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს, ცივილიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც მსოფლიომ უნდა დაგმოს.

ოთარ დანელიამ თბილისის საკრებულოში საფრანგეთის ტერაქტებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ფრანგ ხალხს სიძლიერე უსურვა.

„ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც იმედია ფრანგი ერის ისტორიაში იქნება უკანასკნელი. რაც მთავარია, ფრანგმა ერმა დაადასტურა ერთობა, სიძლიერე. ისინი ყოველთვის იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ, ბუნებრივია, მათ გვერდით დავდგებით. ტერორიზმს არ გააჩნია არც მრწამსი და არც ეროვნება. ეს არის ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელიც დასაგმობია“, – განაცხადა დანელიამ.

 

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს აირჩევს
შემდეგი სტატიასაქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა