ოთარ დანელია : სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, მე იქ დავდგები

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი “ქართული ოცნების” სიაში იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არსებული მინისტრები სიაში, რომელიც გუშინ გაგვაცნო პრემიერ-მინისტრმა, მინისტრები არ არიან. ამასთან დაკავშირებით, საჯაროდ გახდება ცნობილი და გაკეთდება განცხადება. რაც შეეხება სიაში ჩემ ყოფნას, ადრეც მითქვამს, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია მექნება. სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, იქ დავდგები. მასმედიამ ცოტა იჩქარა, რადგან ეს არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია. რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. იქედან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი, განცხადებას გავაკეთებ”, – განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, “ქართული ოცნებიდან” სიაში ყოფნაზე შეთავაზება არ მიუღია, ეს იყო ჩვეულებრივი მუშაპროცესი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს 14:00 საათზე “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენისას, ეს საკითხები არ გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე “დემოკრატების” ერთადერთი კანდიდატია
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭის ცხედარი ნაპოვნია