ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, საქართველო PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კენჭისყრა PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

banner
წინა სტატიაშისოჭი–სოხუმის საზღვაოსნო რეისი 2020 წლისთვის იგეგმება
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი – ვაშინგტონში ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ