ოთარ დანელია: ლარის კურსი არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების

ლარის კურსი არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, თავი უნდა გაართვას ამ გამოწვევას-ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ დანელიამ გააკეთა. დანელია ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ვითარების დასტაბილურებას შეძლებს.

“ამ თემაზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ეს არის კომპლექსური საკითხი, ეს არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, თავი უნდა გაართვას ამ გამოწვევას. ჩვენ მოვისმენთ განახლებულ პროგრამას კიდევ ერთხელ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან წარმატებული მომდევნო 4 წელი იქნება“, – განაცხადა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ლარი რეკორდულ მინიმუმზეა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.5026 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4852 ლარს შეადგენდა.
ერთი ევროს შეძენა კი 2.6505 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6259 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაში“ყველა პუნქტი, რომელთა შესრულებასაც პრემიერი სტუდენტებს დაპირდა, შესრულდა ან შესრულების პროცესშია”
შემდეგი სტატიამთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტის 125 დეპუტატი ესწრება