ოთარ დანელია: ცალკეული ჯგუფები ცდილობენ პოზიცია პატრიოტული მოტივებით შეფუთონ

უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, თუმცა ვადასტურებ რომ კანონზე და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა არავინ დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელიამ განმართა, რომ ორკვირიანი ვნებათაღელვა, რასაც საფუძველი დაუდო საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, არ უნდა გახდეს ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი.

“მე ვარ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი. გასხვისების შეზღუდვას აქვს როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კონტექსტი და ამას არ ჩავუღრმავდები ბევრი მიზეზის გამო. ნიშანდობლივია, რომ ეს შეზღუდვა აბსოლუტურად გაზიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამიტომაც არ განვავრცობ. მიმხვედრი უნდა მიხვდეს. რა თქმა უნდა, უპირველესია ჩვენი ეროვნული ინტერესებიც, – აცხადებს ოთარ დანელია.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეების გულისწყრობა, რომლებიც სიღრმისეულად იაზრებენ არსებულ პოლიტიკას გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ის უერთდება ამ ადამიანების სულისკვეთებას.

“რა თქმა უნდა, მე, როგორც მოქალაქეს აბსოლუტურად მაქვს იმის უფლება, რომ გამოვთქვა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოთქვამს თავის გულისწყომას. ამავდროულად, მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კანონის პატივისცემა და სასამართლოს გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება”, – აცხადებს დანელია და დასძენს, – “ჩემთვის მიუღებელია, რომ ხდება საკითხის პოლიტიზირება და ცალკეული ჯგუფები ცდილობენ მათი პოზიცია პატრიოტული მოტივებით შეფუთონ. ეს უპირველესად პატრიოტული კი არა სახელმწიფოებრივი საკითხია”.

დანელიას თქმით, მისთვის მიუღებელია პროტესტის აგრესიით გამოხატვა და ნებისმიერი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

“გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს. ნებიმიერმა გამოხატვამ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ ადამიანებს, რომლებთან ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ეს არი დემოკრატიული ნორმა, ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემა”, – აცხადებს დანელია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინაუგურაცია – გიორგი მარგველაშვილმა ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო
შემდეგი სტატიათბილისის ოცამდე საბავშვო ბაგა-ბაღში გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს