ოთარ დანელია : 150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო შეიქმნა

შეიქმნა 150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო, 1 611 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 23 677 ჰექტარი მიწის ფართობი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„უნდა ავღნიშნოთ 150 ახალი საწარმო, 700 მეტი გადაიარაღებული 313 მილიონზე მეტი დაზღვეული აგრო რისკი, კოოპერატოვები, რომელიც უკვე 1600 მეტია საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაცია, ასევე მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. სურსათის უსაფრთხოება და სხვა მთელი რიგი პროექტებისა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სამი წლის წინ. რა თქმა უნდა, რთველი აქტუალურია“, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება ჩემს მინისტრობას, კანონით დადგენილი ვადებით ბოლო დღემდე ვიქნები მინისტრი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება