ოთარ ბელქანია: უნუგეშოდ დარჩენილ უმრავლესობას მწარე ზამთარი ელოდება

gulis eleqsiri

პატარა წერილი, რომლის გამოც დამბლოკეს:

დღევანდელ და მომავალ ხელისუფლებას!

,,ო მ ი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ“
,,კავკასიური ცარცის წრე“
(ბერტოლდ ბრეხტი)
…..

შავი ლაქა (მხედრიონი წალენჯიხაში)ნებისმიერმა ოდნავ ეკონომიურად ღონიერმა ქვეყანამ, სამუშაო ვიზები რომ დაუშვას, ხომ წარმოგიდგენიათ
რა მოხდება…პირდაპირ ჩავბარდებით და იმ უღელს
დავიდგამთ, საიდანაც ვერავინ გამოგვიყვანს, დარჩებიან
მხოლოდ პენსიონერები,საბავშვო ბაღის აღსაზრდელები
და სკოლის მოსწავლეები, თუმცა ჩვენ მათ წაყვანასაც
მოვახერხებთ ამაში შეუდარებლად მარიფათიანები ვართ.
და ეს ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“ სულ რაღაც მოკლე
დროში დარჩება ხმად მღაღადებლისად…
თუ ასე გაგრძელდა შეიძლება ამ ადგილს ისევ საქართველო ერქვას, მაგრამ აქ ქართული მოსახლეობა არ იქნება…
რათქმაუნდა ყველაფერი ჩვენი ბრალია, რადგან თქვენი სახით იმ ხალხს ჩავაბარეთ ხელისუფლება, ვისაც ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს.
დღესაც ამოსარჩევთა ,,ვაგონია ჩამომდგარი“, თუმცა ყველა ერთად რომ გადაადნო, ერთი ღირსეულიც არ შეგვრჩება (როგორც ყოველთვის).
ბიუჯეტი ემსახურება ვიწრო ,,ელიტარულ“ წრეს და
გაიზრდება ის თუ საერთოდ არ გვექნება, მოსახლეობის
უმრავლესობისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
ყოველდღიურად იზრდება ფასები, გადასახადები
და მაღალჩინოსანთა ხელფასები თუ დანამატები,
ბანკის ვალებში ჩაფლული მოსახლეობა
სულს ღაფავს. ქვეყანა სოციალური და პანდემიური კატასტროფის ზღვარზეა.
კარგახანია სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა
ცარიელდება ქართული სოფლები,
მალე პირდაფჩენილი სახლების რაოდენობა,
მოსახლეთა რაოდენობას გადააჭარბებს,
უნუგეშოდ დარჩენილ უმრავლესობას მწარე ზამთარი ელოდება…
იქნებ დაფიქრდეთ: ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი, გადამწყვეტია ნება…
როცა 240–270 ლარს იღებ, 10 ლარი დიდი თანხაა
მაგრამ 4 000–8 0000 როცა იღებ, 10–20 პროცენტით ნაკლები რომ აიღო არც დაგეტყობა.
რესტორანში თვეში 30 ჯერ რომ მიდიხარ, 29 ჯერ წადი,
არაფერი დაგიშავდება.
მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, პარლამენტარები,
გამგებლები, მოადგილეები , საკრებულოს თავმჯდომარეები, ძვირადღირებული მანქანებით, რომ აბინძურებენ მშობლიურ სივრცეს,
იქნებ უფრო მსუბუქად იარონ(შვეიცარიის პრეზიდენტი ველოსიპედით მოძრაობს და რათქმაუნდა უფრო ჯანსაღიცაა).
უამრავია ასეთი უნაყოფო ხარჯები და თუ თქვენ ვერ ხედავთ, მომავალშიც მოგაწვდით…(თუ მოვასწრებ) .
ვისაც 2 ათასი და მეტი აქვს ხელფასი,
ჩამოაკელით მინიმუმ 10 პროცენტი, ეს თანხები პენსიონერებს, პედაგოგებს და სხვა უმწეო ადამიანებს
დააკმაყოფილებდა.
ბიუჯეტი სწორად გაანაწილეთ,
განა ოჯახის უფროსი დაუშვებს, რომ თვითონ მაძღარი იყოს შვილები ან მშობლები კი მშივრები?
თქვენთან ერთად ეს ქვეყანა ჩვენიც არი, ნუთუ გსიამოვნებთ ასეთი ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა?
როცა აგირჩიეთ, მაშინ ხომ არ ვიცოდით, ბიუჯეტს ასე რომ გაანაწილებდით (და არც ის ვიცით, რას აპირებთ მომავალში)
ასეთ პირობებში უპრიანი იქნებოდა ხელშეკრულების გაფორმება ამომრჩევლებსა და ამოსარჩევებს შორის, რადგან ამქვეყანაში ჯერ არ ყოფილა ისეთი ხელისუფლება, ვისაც სიტყვაზე შეიძლება ვენდოთ.
მე გაცილებით მეტი მინახავს თქვენზე, ცუდიც და კარგიც თუნდაც იმიტომ რომ ასაკით უფროსი ვარ
და არც სზვა საჭირო თვისებები მაკლია.
ნუ გააგრძელებთ საკუთარი ხალხის მოთმინებაზე დაკვირვებას,
არავინ იცის ის როდის იფეთქებს…

კეთილგონიერებას გისურვებთ!

პატივისცემით თქვენი ამომრჩეველი…

ოთარ ბელქანია

წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა