ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძეს
ხვალ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ. მას 2 კვირის განმავლობაში გამოკვლევები ჩაუტარდება.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ირმა ჭკადუამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა წარადგინა. მისი თქმით, დასკვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და არაადეკვატურია. მან სხდომის გადადება ითხოვა.
ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 12 ივლისს დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 14 ივლისს შეუფარდა.
ბრალდების მტკიცებით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.