ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს – ბესელია თანაგუნდელებს მიმართავს

ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს – ამ განცხადებით ეკა ბესელიამ, თანაგუნდელების იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც ის მისივე პარტიის წევრებმა გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს მოუწოდა, ერთმანეთისგან განასხვაონ გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი.

„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ… განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომლებიც კარს მიღმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა წყდებოდეს,“ – ამბობს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების ეს სია ვერ იქნება მიღებული, ეს სია შეჩერდება – ბესელიას პასუხი ივანიშვილს
შემდეგი სტატიასაქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია