ოთახიდან გავიდა გამომძიებელი და საცემად შევიდნენ ნიღბიანები; სადამსჯელო ოპერაცია სხვა სართულზეც გაგრძელდა-მელია სხვიტარიძეზე

საბა სხვიტარიძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ ტიტუშკად ქცეული “პოლიციის” პროვოკაციის შემდეგ სხვიტარიძე დააკავეს და სამმართველოში მიყვანისას გამომძიებლის ოთახში, ნიღბიან პირებს აცემინეს:

“საბა ის ბიჭია, რომელმაც მარიოტთან ჩასაფრებულ, ტიტუშკებად გადაცმულ “პოლიციის” მაღალჩინოსნებს, წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი თანაგუნდელების დასაცავად.
“დაზარალებული”, ვითომ ოპოზიციის მოწინააღმდეგე მოქალაქე (სამოქალაქო ტანსაცმელში და ნიღაბში გამოწყობილი) აგრესიული პროვოკატორი – პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა – მირიან ქავთარაძე.
მისი ამოცნობა მხოლოდ მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც მას და სხვა “ტიტუშკებს”, მარიოტთან მოსულმა თანამბრძოლებმა, ნიღაბი ჩამოხსნეს….
საბა დაიჭირეს “პოლიციის” მაღალჩინოსანზე თავდასხმის გამო.
საბა ნაცემია, თუმცა ის ცემეს არა რეჟიმისთვის უკვე ჩვევად ქცეულ სტილში (დაკავებისას), არამედ დაკავების შემდეგ, სამმართველოში მიყვანისას, სანამ იზოლატორში შეიყვანდნენ.
ოქმის შედგენის შემდეგ,
ოთახიდან გავიდა გამომძიებელი და მის საცემად, ოთახში შევიდნენ ნიღბიანები;
რამდენიმე საათის შემდეგ, სადამსჯელო ოპერაცია გაგრძელდა სხვა სართულზე, სადაც საბას მოსთხოვეს დანაშაულის აღიარება – მიიღეს მტკიცე უარი, რის შემდეგაც, რეჟიმის უნიღბო მსახურებმა, კვლავ დატოვეს ოთახი და შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს.
რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები. უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც მართალი ბრძოლისთვის ისჯებიან.
ბრძოლისა და წინააღმდეგობის ყოველი დღე, ერთი დღით გვაახლოებს გამარჯვებას, ყოველი ადამიანის სიმყარე, ჯიუტი და მყარი დგომა ასუსტებს და ძალას აცლის რეჟიმს” წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგამთენიისას “რედისონთან” რამდენიმე პირი დააკავეს-„პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს