ოსურმა დე ფაქტო პროკურატურამ სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა

ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა სისხლის სამართლის იმ საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება განხორციელდა.

„2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ აღიძრა სისხლის სამართლის 166 საქმე, რომლებიც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში მიუძღვით ბრალი. მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები“, – განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიგიგანტურმა პითონმა მასზე მძიმეწონიანი შვლის ნუკრი გადაყლაპა
შემდეგი სტატიამოქმედი მოსამართლე დანაშაულზე საუბრობს – კოჟორიძე ირაკლი შავაძის განცხადებებზე