როსტოვის ოლქში ნავთობის საცავი მე-8 დღეა იწვის.
ნავთობბაზაზე თავდასხმა პირველად 18 აგვისტოს მოხდა და ხანძრის ჩაქრობა უკვე 8 დღეა ვერ მოხერხდა.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.