ოსტინი: ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას, ასევე საქართველოს რუსული აგრესიის საპასუხოდ

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას საქართველოსთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად.

„ჩვენ გვესმოდა პარტნიორობისა და ალიანსის მნიშვნელობა რუსული აგრესიის შესაკავებლად“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია დონბასში დაწყებული ომის მშვიდობიან მოგვარებას ხელს უშლის.

„მოდი, ნათლად ვთქვათ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთი არის ის ქვა, რომელიც მშვიდობიან მოგვარებას უშლის ხელს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, განვავითაროთ მისი უნარი, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა. ჩვენ ვგმობთ ყირიმის ოკუპაციას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი აღმოსავლეთში, ასევე შეწყვიტოს დესტაბილიზაცია შავ ზღვასა და უკრაინის საზღვრებთან“, – აღნიშნა ოსტინმა.

გარდა ამისა, თავდაცვის მდივანმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს კიბერშეტევების განხორციელება აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია სააკაშვილზე: ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
შემდეგი სტატიასაქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სტუმრობს