ოსტინი – ურთიერთგაგების მემორანდუმი დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს შეიარაღებული ძალებითვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს თავის დაცვა და აგრესიის შეკავება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები რამდენად საკმარისია, რომ გახდეს ნატო-ს წევრი და რა არის ის კომპონენტები, რომლებზეც პარტნიორებთან ერთად მუშაობაა საჭირო, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „საქართველო თავდაცვის რეფორმის სფეროში პროგრესის გზას აგრძელებს“.

„დღეს შეხვედრა გვქონდა შესანიშნავ ლიდერებთან. გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვენახა, გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი ის სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, რომ უკეთ შეძლოს საქართველომ თავის დაცვა და აგრესიის შეკავება.

რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, აშშ მუდმივად მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის დღიდან დემოკრატიის გზაზე მის ძალისხმევას. მუდამ ვხედავთ და ველით, რომ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საელჩომ აღნიშნა გარკვეული პროგრამები უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ ასევე რწმენა საქართველოს უნარში, გააუმჯობესოს ეს მიმართულება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშიოსტინი – რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებდეს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
შემდეგი სტატიათალაკვაძე: გაკეთება შეუძლიათ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და პარლამენტში იმუშაონ