ოსტინი – რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებდეს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

რუსეთმა, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც 3+3 ფორმატს ეხებოდა.

„3+3 ფორმატს რაც შეეხება, შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს. ვიდრე ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რომ ითანამშრომლონ, გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშისტარტაპ კურსი — გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის
შემდეგი სტატიაოსტინი – ურთიერთგაგების მემორანდუმი დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს შეიარაღებული ძალებითვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში