ოსტინი – აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად

ამერიკის თავდაცვის მდივნი, ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე გამოიეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.

“აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგული რჩება“, – ნათქვამია თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიENGO-ები ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ
შემდეგი სტატიაანა დოლიძე ელჩებს მიმართავს – გადავიდეთ საქმეზე – ერთად შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა