ოსტინი – ახლა კონფლიქტის კრიტიკული ფაზაა, ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი „კრიტიკულ ეტაპზეა“ და ამიტომ დასავლეთის მხარდაჭერას კიევისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის საკითხზე თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს კონფლიქტის კრიტიკული ფაზაა და ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა. რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, უკრაინასა და ჩვენზე დიდხანს გაძლოს და ეს რუსეთის ბოლოდროინდელი არასწორი გათვლაა. ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს მხარდაჭერაში, ჩვენ მტკიცე ვართ ჩვენს ვალდებულებებში“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, პუტინმა საკმარისად ვერ შეაფასა თავისუფალი ხალხის ძალა, რომელიც საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვის და საერთაშორისო საზოგადოების ნება, რომელიც მხარს უჭერს მათ. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ გაუწევს ყველანაირ დახმარებას უკრაინას, რათა ქვეყანას ჰქონდეს ტექნოლოგიები, საბრძოლო მასალები და შეიარაღება, რათა დაიცვას თავი.

ოსტინის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, რომლის შესახებაც მიმდინარე კვირაში განაცხადებენ, კვლავ გათვალისწინებულია „ჰაიმარსის“ ოთხი ერთეული სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალები.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიავაშაძე – ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ ვუთხარით, რომ პროცესში, სადაც წინაპირობებია წაყენებული „ქართული ოცნებისგან“, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას