ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო

შშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია რუსეთის ნებისმიერი წინსვლით, თუმცა ვაშინგტონი მიესალმება უკრაინელი სამხედროების ქმედებებს, რომლებიც თავდაცვას აძლიერებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ის ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვან პროგრესს არ ელოდება.

„უკრაინელები ძალიან შემართული ხალხია. მათ ამის დემონსტრირება მოახდინეს და ეს ვნახეთ კონფლიქტის დასაწყისში. მე ველოდები, რომ ისინი დროთა განმავლობაში გაძლიერდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, ისე როგორც ეს ნახეთ უკანასკნელ პერიოდში და დახმარების ტემპი გაიზრდება“, – განაცხადა ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – გიგა ბოკერიასგან კონსულტაციების სურვილი არასდროს ყოფილა და არც ჩვენ ვგიჟდებით მასზე
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა