„ოსტატი ჯამბაზები ვერ ბრძანდებით და ჩამოყირავდებით მაგ ოჩოფეხებიდან“ – დეპუტატი ფინანსთა მინისტრს

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ „ომეგას“ დამფუძნებელმა მასკარადი მოაწყო, სოციალური ქსელით სცემს პასუხს:

„ოქუაშვილმა მასკარადი მოაწყოო, – ჩვეული პამპლაუქობით ბრძანებს ფინანსთა მინისტრი.
დაგეთანხმებით, თუ ასე ძალიან გნებავთ და აქვე გკითხავთ:

მას შემდეგ ხომ არ არის, რომ მთელი მმართველი ვერტიკალი ოჩოფეხებით დადიხართ?..

თუმც, ოსტატი ჯამბაზები ვერ ბრძანდებით და ჩამოყირავდებით და ჩამოიმზღვლევით კიდეც მაგ გულდაგულ ნაკოწიწები ოჩოფეხებიდან.

პ.ს. ეს ის მინისტრი გახლავთ, მეგობრებო, შეხვედრებისას ( ოქუაშვილთან, „ომეგას“ დირექტორებთან, ბრიტანელ ინვესტორებთან), თვალებს რომ ზევით აღაპყრობდა და ხელებს გადაიგრიხავდა ხოლმე, რა ვქნა, ხელები შეკრული მაქვს, მითხრან და შევასრულებო.“

 

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლო – საპატრიარქოს წერილი, ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის ახსნის თაობაზე, შესწავლის პროცესშია